წარმოება

ჩვენი დანადგარები

ნედლეულთან მინიმალური კონტაქტი და ჯანსაღი და სუფთა საბოლოო პროდუქტი: ეს გახლავთ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები თხილის გადამუშავებისა და დანადგარების აღჭურვილობის საკითხში.

თხილს, ნიგოზსა და ნუშს, ციფრულ-ლაზერული დამფასოებელი საშუალებით, ჩვენ ვაშორებთ უცხო სხეულებს, როგორიცაა მაგალითად ხე, მინა, პლასტმასი, ფისი. ამის მეშვეობით პროდუქტის ოპტიმალური გასუფთავება უზრუნველყოფილია. ხოლო, ბიოპრინტერები, ლაზერულ დამფასოებლებთან ერთად, შესაძლებელს ხდიან უფრო მაღალი დონის გასუფთავების უზრუნველყოფას.

სხვადასხვა ზომის გრძელი და მოძრავი საცერის დანადგარების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია წვრილად და მსხვილად დამუშავებული მარცვლის სასურველ ზომაზე დახარისხება.

სხვადასხვა ფუნჯიანი აპარატების მეშვეობით თხილის გული კანისაგან და სხვა უცხო დანართებისაგან სუფთავდება, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის ორგანოლეპტიკური თვისებების გაუმჯობესება.

საცრის სხვადასხვა კომბინაციებით,   ჩვენ  შეგვიძლია უცხო სხეულების დიდი ოდენობის მოცილება მხოლოდ გაცრითი პროცედურით. წვრილად გაცრის რეჟიმზე დაყენებული დანადგარები და მასზე  თანდართული ექსტრაქციის პროცესი უზრუნველყოფს პროდუქტის აბსოლუტურად უმტვერო დამუშავებას.

პროდუქციის ნაჭუჭი და ლაბორატორია